არის თუ არა შესაძლებელი კანაფის გარეთ გაზრდა?

არის თუ არა შესაძლებელი კანაფის გარეთ გაზრდა?

უამრავი ადამიანი ინტერესდება იმ საკითხით, შესაძლებელია თუ არა საქართველოში გარეთ გავზარდოთ კანაფი თუ მას ზაფხულში დავთესავთ. Მოესწრება თუ არა მოსავალი თუ მარიხუანას აგვისტოში დავთესავთ. 

საქართველოში მარიხუანას გაზრდა გარეთ ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული პირობების გათვალისწინება. თუ აგვისტოში დაიწყებთ დათესვას, მთავარი ფაქტორებია კლიმატი, ჯიშის არჩევანი და სათანადო მოვლა.

კლიმატი და ბუნებრივი პირობები

საქართველოს კლიმატი საკმაოდ ხელსაყრელია მარიხუანას ზრდისთვის. თუმცა მაინც, მნიშვნელოვანია, რომ მცენარემ მიიღოს საკმარისი სითბო და მზის შუქი. აგვისტოში მზის სიმცირე პრობლემა არ არის, მაგრამ შემოდგომის სიცივეები შესაძლოა გავლენა იქონიონ მოსავლის დროზე.

ანუ აუცილებლად გასათვალისწინებელია, ის თუ როდის აცივდება. საქართველოს მთიანეთის პირობებში, სიცივე და წვიმები ხშირ შემთხვევაში უკვე სექტემბრიდან იწყება. ბარში სითბო ხშირად ოქტომბრის ბოლომდე ნარჩუნდება. 

როგორც ვარიანტი, შესაძლებელია გარკვეულ დონეებამდე გაზრდილი მცენარე გრუნტიდან ქოთანში გადავიტანოთ. ან ცელოფნის საშუალებით მოვაწყოთ მინი სათბური (შევფუთოთ მცენარე). 

ასევე, დასათესი ადგილის არჩევისას მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ისეთი მხარე სადაც მცენარეს მზე თანაბრად მოხვდება ზრდის მთელი პერიოდის განმავლობაში. მაგალითად ბორცვის სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. (სწორად ისე როგორც ვაზის მოყვანისას) 

კანაფის ჯიშის სწორი არჩევანი

არსებობს კანაფის ორი ძირითადი სახეობა: ავტომოყვავილე და ფოტოპერიოდული. ავტომოყვავილე ჯიშები უფრო მარტივია გასაზრდელად, რადგან ისინი ავტომატურად იწყებენ ყვავილობას, მიუხედავად დღის სინათლის ხანგრძლივობისა. ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო სწრაფად გაიზარდებიან და დამწიფდებიან, რაც აგვისტოში დათესვისას უფრო მიზანშეწონილია.

Ზოგიერთი ჯიში, უფრო კარგად იტანს სიცივეს ვიდრე სხვა, ასეთია მაგალითად Superman Critical Auto, იგი ასევე უფრო ამტანია ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ. 

ასევე, სხვა ჯიშები მაგალითად Gangsta Skunk Bomb უფრო მალე იზრდება სხვა ჯიშებთან შედარებით. ეს ჯიში, უკვე 7-8 კვირაში იწყებს ყვავილობას, როდესაც სხვა ჯიშები ამას 1,5-2 თვეს ანდომებენ. ანუ ხელსაყრელი ამინდების შემთხვევაში, კონკრეტულად Gangsta Skunk Bomb უკვე 2-2,5 თვეში მზადაა მოსავლის ასაღებად. 

საბოლოოდ, მოსავლის დრო დამოკიდებულია ჯიშზე. ავტომოყვავილე ჯიშები (მაგალითად: Kalifornia Kush Auto, King Kong Kush Auto და Gorilla Bastard Auto)  ზრდას 8-10 კვირაში ასრულებენ, რაც აგვისტოში დათესვისას იდეალურია. ფაქტობრივად, მოსავალი უკვე სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გვექნება. ანუ საქართველოს ბარის პირობებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია მარიხუანა უპრობლემოდ დავთესოთ აგვისტოშიც კი. 

ფოტოპერიოდული ჯიშები შეიძლება მეტი დრო მოითხოვონ, ამიტომ გარეთ გასაზრდელად უმჯობესია ავტომოყვავილე ჯიშები გამოიყენოთ.

კანაფის სწორი მოვლა და ადგილი

მცენარემ, გარეთ იქნება ის დარგული თუ გროუბოქსში, უნდა მიიღოს საკმარისი წყალი, სასუქები და განათება, რათა კარგად და ხარისხიანად გაიზარდოს.

თუ დავუშვებთ, რომ ჰავის და მზის საკითხი მოვაგვარეთ, მცენარეს მაინც სჭირდება სასუქი და წყალი. 

უპრიანი იქნება თუ, გარე გრუნტში დარგვამდე, გრუნტში შესაბამის სასუქებს შევიტანთ. ასევე, ჰავა კონკრუტულ ადგილას ძალიან მშრალია, მაგალითად აღმსავლეთ საქართველოში, არ უნდა დავიზაროთ გრუნტში დარგული მცენარის დროული და ხშირი მორწყვა. 

მარიხუანას სჭირდება რეგულარული მორწყვა, ამიტომ წყლის წყარო ახლოს უნდა იყოს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ იყოს ძალიან ტენიანი, რადგან ზედმეტი ტენიანობა შეიძლება ფესვების ლპობის მიზეზი გახდეს.

საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონები ორივე ხელსაყრელია მარიხუანას გაზრდისთვის, თუმცა დასავლეთ საქართველო, მაგალითად, იმერეთი და სამეგრელო, შეიძლება იყოს უფრო ხელსაყრელი, რადგან იქ კლიმატი უფრო ზომიერი და ტენიანია, შემოდგომა უფრო თბილი. 

აღმოსავლეთ საქართველოში, მაგალითად, კახეთში, ზაფხულის ცხელმა და მშრალმა პირობებმა შეიძლება გარკვეული სირთულეები წარმოქმნას, მაგრამ სათანადო მორწყვის სისტემით და მზის ზომიერი სინათლის უზრუნველყოფით, შესაძლებელი იქნება წარმატებული ზრდა.

ასევე შესაძლებელია, მარტივი წვეტოვანი მორწყვის სისტემის აწყობას კი. ყველაფერი, სურვილსა და შესაძლებლობებზე არის დამოკიდებული.

ჰავის და სხვა პირობების გათვალისწინების გარდა, მნიშვნელოვანია ასევე უსაფრთხოების და კონფიდენცილურობის საკითხები გავითვალისწინოთ. არც პოლიციამ უნდა ამოიღოს კანაფი, და არც სხვა “კეთილის მსურველმა” უნდა მოიპაროს გაზრდილი მცენარე. 


Რომელი ჯობია ტყე ბაღი თუ მინდორი?

მარიხუანას გაზრდა გარეთ შეიძლება წარმატებული იყოს სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ თითოეულ ადგილს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები. მოდით განვიხილოთ, რა სარგებელი და გამოწვევებია თითოეული მათგანის უკან:

კანაფის ტყეში დარგვა:
  1. მზის სინათლე: ტყეში მცენარეებს შეიძლება ჰქონდეთ ნაკლები პირდაპირი მზის სინათლე, რადგან ხეები ჩრდილს ქმნიან. მარიხუანას ზრდისთვის აუცილებელია 6-8 საათი პირდაპირი მზის სინათლე დღეში.
  2. დაცვა: ტყეში მცენარეები უფრო დაცულია ქარისგან და სხვა ამინდის პირობებისგან. ასევე, კონფიდენციალურობა უფრო მაღალია, რაც ამცირებს მცენარის შემთხვევით აღმოჩენის შანსს.
  3. ნიადაგი და წყალი: ტყის ნიადაგი ხშირად ნაყოფიერია და კარგი დრენაჟი აქვს, მაგრამ წყლის რესურსები შეიძლება მაინც არ იყოს საკმარისი, თუ ადგილზე წყლის წყარო არ არის.

კანაფის ბაღში დარგვა:

  1. მზის სინათლე: ბაღში თქვენ შეგიძლიათ უკეთ მართოთ მზის სინათლის რაოდენობა, რადგან შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი ადგილი, რომელიც მიიღებს მაქსიმალურ მზის სინათლეს.
  2. მოვლა და მორწყვის შესაძლებლობა: ბაღში უფრო მარტივია მცენარის მოვლა, მორწყვა და სასუქების მიწოდება. ასევე, შეგიძლიათ უკეთ კონტროლიროთ მცენარეების ზრდა და დაცვა.
  3. დაცვა: ბაღი შეიძლება ნაკლებად კონფიდენციალური იყოს, მაგრამ თუ ადგილი დაცულია და აქვს მაღალი ღობე, ეს პრობლემა არ იქნება.

კანაფის მინდორში დარგვა:

  1. მზის სინათლე: მინდორში მცენარე მიიღებს საკმარის მზის სინათლეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზრდის პროცესისთვის.
  2. ჰაერის მოძრაობა: მინდორში კარგი ჰაერის მოძრაობა ხელს უწყობს მცენარის ჯანსაღ ზრდას და ამცირებს სოკოების და დაავადებების რისკს. 
  3. დაცვა: მინდორში მცენარე ნაკლებად დაცულია ქარისგან და სხვა ამინდის პირობებისგან, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის. ასევე, მეტი შანსია, რომ ვინმემ ნახოს.

შეჯამება

საქართველო მარიხუანას გარეთ გასაზრდელად ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია, სადაც მცენარე მიიღებს საკმარისი მზის სინათლეს, ჰაერის კარგ მოძრაობას და რეგულარულ მორწყვას, ასევე დაცული იქნება არასასურველი ყურადღებისგან.

მნიშვნელოვანია, სწორედ შევარჩიოთ მცენარის ჯიში და სათანადო მონდომება გამოვიჩინოთ მისი მოვლისას. 

Back to blog