რომელი გავზარდოთ: ავტომოყვავილე თუ ფოტოპერიუდული?
Share
სწორი ჯიშის არჩევა გასაზრდელად
სანამ აირჩევთ რომელი ტიპის ჯიშს გაზრდით, აუცილებელია გავიგოთ განსხვავება ფოტოპერიოდულ და ატომოყვავილე შტამებს შორის. თითოეულ მათგანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები და საუკეთესო არჩევანი დამოკიდებულია თითოეული გროვერის მოცემულობაზე, მიზნებსა და გამოცდილების დონეზე.
მთავარი განსხვავება ფოტოპერიოდულ და ავტომოყვავილე შტამებს შორის არის ის, თუ როგორ იწყებენ ისინი ყვავილობას. ფოტოპერიოდული ჯიშები ყვავილობას იწყებენ სინათლის ციკლის ცვლილებისას. ეს ჯიშები დარჩებიან ვეგეტატიურ სტადიაში განუსაზღვრელი ვადით, თუ ისინი მიიღებენ 18 საათიან შუქს დღეში. ყვავილობის პერიოდში გადადიან მხოლოდ მაშინ, როდესაც სინათლის ციკლი მცირდება დღეში 12 საათამდე. რაც შეეხებათ ავტომოყვავილეებს, ისინი ავტომატურად იწყებენ ყვავილობას გარკვეული დროის შემდეგ, მიუხედავად სინათლის ციკლის ცვლილებებისა.
ავტომოყვავილე
უპირატესობები
- ავტომოყვავილე შტამები მოდის Cannabis Ruderalis-დან, რომელიც ცივი კლიმატის სამშობლოა. ცივი ზამთრის დაწყებამდე ეს მცენარეები სწრაფად ყვავილობენ. სრულ ციკლს, გაღვივებიდან ჰარვესთამდე დაახლოებით 8-12 კვირა სჭირდება, ვეგეტაციის პერიოდს კი მხოლოდ რამდენიმე კვირას ანდომებენ და შემდეგ მალევე იწყებენ ყვავილობას. სწრაფად ყვავილობაში გადასვლა იდეალურია მებაღეებისთვის, რომლებსაც სურთ თესლიდან მოსავლის სწრაფად აღება.
- Ruderalis-ის ნიშან-თვისებებს მიეკუთვნება დაბალი სიმაღლეს და შედარებით პატარა კვირტები. ეს საშუალებას აძლევს გროუერებს, რომ მათ ჰქონდეთ შედარებით მეტი მცენარე პატარა სივრცეში. ავტომოყვავილე მცენარის გაზრდა ასევე მოითხოვს ნაკლებ მოვლას, რადგან ამ მცენარეებს არ სჭირდებათ ფოტოპერიოდულის მსგავსად მეტი მოვლა, ან საკვები ნივთიერებების იმ რაოდენობით დამატება, რაც შეიძლება ფოტოპერიოდულ მცენარეს დასჭირდეს. ეს თვისებები ავტოყვავილეებს ხდის კარგ ვარიანტად დამწყებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დიდი გამცოდილება კანაფის გზარდაში.
მინუსები
- ავტოყვავილების მცირე ზომა, ასევე იწვევს მცირე მოსავალს ფოტოპერიოდულ ჯიებთან შედარებით. მცენარეებს ყვავილობის დაწყებამდე არ აქვთ იმდენი დრო, რომ გაიზარდონ და განვითარდნენ ვეგეტატიურ ეტაპზე.
- ავტოყვავილე მცენარეების გაზრდა შეიძლება იყოს არახელსაყრელი თუ მცენარეებს მოუწევთ სტრესის გადატანა, რადგან ისინი მალევე დაიწყებენ ყვავილობას, ავტომატურად, მათი მდგომარეობის მიუხედავად. ხოლო ფოტოპერიოდული მცენარეები შეგიძლიათ დატოვოთ ვეგეტატიურ სტადიაში, სანამ არ გამოჯანმრთელდებიან.
- ავტოყვავილეებს ჩვეულებრივ აქვთ კანაბინოიდების დაბალი შემცველობა, რაც შეიძლება ნაკლებად მიმზიდველი იყოს მათთვის, ვისაც სურს THC-ის მაღალი დონე. მათი კლონირება ასევე შეუძლებელია, რადგან კლონი ყვავილობს დედა მცენარესთან ერთად.
ფოტოპერიოდული
უპირატესობები
- ფოტოპერიოდული შტამები მხოლოდ მაშინ იწყებენ ყვავილობას, როცა მათი სინათლის ციკლი იცვლება, რაც გროუერებს მეტ კონტროლს აძლევს. მცენარის ზრდის ეტაპის კონტროლი საშუალებას გაძლევს გაზარდო ბევრად მასიური მცენარეები, რაც მოგცემს უფრო მეტ მოსავალს, ვიდრე ავტომოყვავილე მცენარე.
- გროვერებს შეუძლიათ უფრო დიდხანს შეინარჩუნონ მცენარეები ვეგეტატიურ სტადიაში, იმ შემთხვევაში თუ მცენარეს რაიმე სტრესის ნიშნები აღმოაჩნდა, რაც საშუალებას იძლევა გამოჯანმრთელდეს მცენარე სტრესისგან ყვავილობაზე გადასვლამდე.
- უფრო მრავალფეროვანია ფოტოპერიოდული შტამები და მათ ზოგადად აქვთ THC-ის უფრო მაღალი დონე.
მინუსები
- ფოტოპერიოდული შტამების მოსავლის აღებას შედარებით მეტი დრო სჭირდება, ხშირად 10-დან 16 კვირამდე, რაც იდეალური არ არის მებაღეებისთვის, რომლებსაც მოსავლის აღება სწრაფად სურთ.
- მათი დიდი ზომა მოითხოვს მეტ ყურადღებას, გასხვლასა და ფორმირებას, რაც ერთგვარი გამოწვევა ხდება დამწყებებისთვის.
- გროუერმა ყურადღებით უნდა აკონტროლოს ფოტოპერიოდული მცენარეები, რათა გადაწყვიტონ, როდის გადაიყვანონ ყვავილობაში, რაც შედარებით მეტ გამოცდილებას მოითხოვს.