ლეგალურია თუ არა მოსაწევი

კანაფის ლეგალიზაცია: ლეგალურია თუ არა მოსაწევი?

2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ლეგალიზაციას აძლევს მარიხუანის მოხმარებას. ეს გახლავთ ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას აახლოვებს ქვეყვნებს, სადაც კანაფის სრული ლეგალიზაცია მოხდა.

ამისათვის მადლობა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და ვახტანგ მეგრელიშვილს უნდა გადავუხადოთ, ეს გადაწყვეტილება ხომ სწორედ მათმა სარჩელმა განაპირობა.

თუმცა, ეშმაკი დეტალებშია, კანაფის ლეგალიზაცია სრულიად არ მომხდარა: მოყვანა და გაყიდვა კვლავ უკანონოა. სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებას იურიდიულად ლეგალურ ხდის, მაგრამ მისი შეძენა, შენახვა და ტრანსპორტირება კვლავაც მკაცრად კონტროლდება.

იურისტებს თუ დავუჯერებთ, გამოდის რომ რეალურად კანაფი კვლავ არ არის ლეგალური, მხოლოდ მისი მოხმარებაა დაკრიმინალიზირებული.

მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ვიცნობდეთ რეგულაციებს, რათა არ დვარღვიოთ კანონი.

რაზე ვერ დაგვიჭერენ?

ფაქტობრივად, კანაფის მოხმარება - ლეგალურია, სხვა დანაჩენი არა.

როდესაც ე.წ. “ფაქტი” აღმოგიჩინეს და მშრალი მარიხუანას წინა 70 გრამამდეა, ვერ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ანუ ვერ დაგიჭერენ. თუმცა, სამართალდამცავები უდიდესი სიხარულით, დაგაჯარიმებენ 500 ლარის ოდენობით.

ფაქტობრივად, ადმინისტრაციული სასჯელი მხოლოდ მოხმარებაზეა გაუქმებული. ანუ, თუ გადაგიყვანეს და სულ მაგარი “დაბოლილი” იყავი - ვერც ვერაფეს დაგაკლებენ. Ხოლო თუ თუნდაც ნახევარი სიგარეთი გიპოვეს - 500 ლარი შენზეა, 70 გრამზე მეტი თუ გიპოვეს - უკვე “სროკია” (ან თუნდაც პირობითი).

პარადოქსია, კანაფის მოხმარება არაა დასჯადი, თითქმის არაა დასჯადი, თუმცა ამაზე მოგვიანებით. მაგრამ, თუ მოწევა ნებადართულია, საიდან მოვიტანოთ მოსაწევი?

ასევე, მცირე რაოდენობით, პირადი მომხარებისთვის, მოყვანა კულტივაცია ისჯება მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციულად. იბადება კითხვა: მაშ რა არის ეს მცირე რაოდენობა და რა აირს პირადი მოხმარება?

ნედლი კანაფის ფოთლებისა და ე.წ. “გალოვკის” წონა არ უნდა აღემატებოდეს 266 გრამს. ერთ მოსავალზე კი მხოლოდ 100 გრამი ნედლი ფოთლის მოკრეფა შეიძლება. Გაშრობის მრე ეს რაოდენობა არ უნდა აცდეს 70 გრამს.

Შეგვიძლია, 266 გრამამდე ვახაროთ და ყოველ დაკრეფაზე მაქსიმუმ 70 გრამამდე მშრალი პროდუქტი მივიღოთ.

კიდევ რაზე ვერ დაგვიჭერენ? (თუმცა დაგვაჯარიმებენ)

როგორც ზემოთ ვთქვით, კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება არაა დასჯადი, უფრო სწორედ თქითქმის არაა დასჯადი. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ გარკვეული პირობების დაცვით, “პლანის” მოწევა არ ისჯება არც ადმინისტრაციულად, არც სისხლის სამართლით, გარდა ქვემოთ მოყვანილი შემთხვევებისა:

  1. საზოგადოებრივი ადგილები: საზოგადოებრივ ადგილებში (მათ შორის სადარბაზოსა და ქუჩაში) მარიხუანის მოწევა აკრძალულია და ჯარიმა 800-დან 1200 ლარამდე მერყეობს. დიახ, ლეგალურად მოწევა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ საცხოვრებელში არის შესაძლებელი.
  2. არასრულწლოვნები: 21 წლამდე პირებისთვის მარიხუანის მოწევის შემთხვევაში ჯარიმა 500-დან 1500 ლარამდეა.
  3. სამუშაო ადგილები: სამუშაო ადგილებზე მოწევა აკრძალულია, ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდეა. მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისთვის, როგორიცაა ექიმები და მძღოლები, ასევე შეიძლება პროფესიული ლიცენზიის დაკარგვა. ხოლო პლიციელებისათვის და სამხედრო მოსამსახურეეისათვის ჯარიმასთან ერთად შეიძლება სამსახურიდან განთავისუფლების საკითხი დადგეს სისხხლის სამართლებრივ ან დისციპოლინარულ სასძელთან ერთად.
  4. არასრულწლოვნების თანდასწრებით: არასრულწლოვანის თანდასწრებით მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ჯარიმით 1000-დან 1500 ლარამდე ისჯება.

რაზე დაგვიჭერენ?

“პლანის” გასაღება და "ბარიგობა", ყვლავ დასჯადია 6-დან 11-წლამდე. ბუნებრივია, სასჯელი დამოკიდებულია რაოდენობაზე. დიდ ოდენობად ითვლება 70 გამზე მეტი ოდენობა, ხოლო 500 გრამი და უფრო მეტი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება. დაახლოებით, იგივე ეხება მოყვანა-კულტივაციას.

საბედნიეროდ, როგორც ბოლო დროის სამართლებრივი პრაქტიკა ცხადყოფს, კულტივაციის სულ უფრო მეტი და მეტი საქმე სრულდება ჯარიმითა და პირობითი სარჩელით და არა პატიმრობით. ჯარიმის ოდენობა, ისევე როგორც პირობითი სასჯელის ვადა, დამოკიდებულია მარიხუანის რაოდენობაზე. თუმცა, ასევე უდიდეს როლს თამაშობს ადვოკატი.

არასრულწლოვნების წაქეზება: არასრულწლოვანის მოწევაზე წაქეზება ან დაყოლიება 6-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. იგივე სასჯელი ვრცელდება ორ ან მეტი სრულწლოვანი ადამიანის წაქეზებაზე.

ანუ, იდეაში შიძლება დაგიჭირონ თუ მეგობრებს, მოსაწევს “გაუძრობ” და მეგობრებიდან რომელიმე, სინამდვილეში არ აღმოჩნდება შენი მეგობარი.

ავტომობილის მართვა ზემოქმედების ქვეშ: მოწეული მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და ისჯება ჯარიმით და 1 წლამდე პატიმრობით. თუ წესებს დაარღვევ ან ვინმეს ზიანი მიადგება, უფრო მკაცრად დაისჯები, ინციდენტის მასშტაბიდან გამომდინარე.

კანაფის თესლის ლეგალური სტატუსი

საინტერესოა, რომ საქართველოში კანაფის თესლის ფლობა სრულიად კანონიერია, რადგან იგი არ შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ეს კანონმდებლობის ერთ-ერთი ნიუანსია, რომელიც აჩვენებს მის რთულ და ზოგჯერ წინააღმდეგობრივ ხასიათს.

რა იქნება ხვალ?

კანაფის ლეგალიზაცია, უფრო სწორედ მოხმარების ლეგალიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიმართულებით, რაც ინდივიდუალური თავისუფლების აღიარებას ემსახურება, მაგრამ ამავე დროს მკაცრ კონტროლს აწესებს ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არსებული კანონმდებლობა მრავალი გამოწვევითაა სავსე და საჭიროა მისი ზუსტი გაგება, რათა მოქალაქეებმა შეძლონ ახალი სამართლებრივი გარემოს შესაბამისად ცხოვრება.

კანაფის შესახებ გლობალური დებატების ფონზე, საქართველოს მაგალითი აჩვენებს ლეგალიზაციის, რეგულირების და აღსრულების შორის რთულ ბალანსს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პიროვნული მოხმარების ნებას რთავს, კანონმდებლობის შეზღუდვები კვლავ ახსენებს იმ გამოწვევებს, რომლებიც ნარკოკანონების რეფორმირების პროცესში არსებობს.

ბლოგზე დაბრუნება